ოპერა ოპერამდე

pano_20160117_205710-01_24475837185_o

ამ ბლოგზე ბოლო პოსტის დაწერიდან თითქმის 5 წელი გავიდა. სწორედ ამდენ ხანს ველოდეთ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის განახლებას. სარემონტო სამუშაოები, წესით, 2013-ში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ, ოპერისთვის ვის ეცალა, როცა წარმოდგენა რეალობაში თამაშდებოდა? ასეა თუ ისე, 30 იანვარს ოპერა კვლავ დაუბრუნდება თბილისს და “აბესალომ და ეთერით” გახსნის სეზონს.

ორიოდ დღის წინ, სრულიად შემთხვევით, საშუალება მომეცა, ჩემი აზრით, თბილისის ყველაზე ლამაზი შენობა დათო ტურაშვილის ექსკურსიამძღოლობით დამეთვალიერებინა. ოპერა ისევ ისეთია, როგორც 5 წლის წინ დავტოვე. იგივე ჭაღები, კიბეები, მოხატულობა. უბრალოდ, შეფერილობაა განახლებული, რაც იქაურობას სიახლისა და მდიდრულობას სძენს. უფრო ზუსტად, კი ოპერა შიგნიდან ასე გამოიყურება.

img_20160117_211153_24378113091_o

სვაროვსკის უზარმაზარი ჭაღი, რომელიც, “ოპერის აჩრდილის მსგავსად”, ამ შენობის მთავარი გმირია, ისევ ლიცლიცებს დარბაზის თავზე, ლოჟებისა და იარუსების კანტები კვლავ სასხასა ოქროსფერია. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ტელესიუჟეტში თქვეს, ოპერის ჭაღი ისე დამონტაჟდება, რომ ყოველი დიდი ღონისძიების წინ საზეიმოდ აიწევაო. ეტყობა, ან ამ იდეას მხარი აღარ დაუჭირეს, ან ტექნიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა, ან, ჩვეულებისამებრ, ფული მოტეხეს.

20160117_205658_24460557835_o

20160117_203045-01_24180268730_o

20160117_215922-01_24393430601_o

ოპერის ეს შენობა მე-19 საუკუნეში, 1887 წელს გაიხსნა, მას შემდეგ, რაც 1874 წელს დღევანდელ თავისუფლების მოედანზე მდგარი ოპერის ძველი ნაგებობა ხანძარმა გაანადგურა. თითქმის 100 წლის შემდეგ კი, 1973 წელს, ხანძარი უკვე დღევანდელ ოპერაში გაჩნდა, რომელმაც, სხვა საგანძურთან ერთად, სერგო ქობულაძის ცნობილი ოპერის ფარდა და შალიაპინის ბორის გოდუნოვის კოსტიუმი შეიწირა…

დღეს ოპერა განახლდა და როგორც ექსკურსიაზე გვითხრეს, ძალიან კარგი სცენა დაუდგამთ, ორკესტრის ორმო უფრო მოცულობითი გავხადეთ და აწი ვაგნერიც თავისუფლად შესრულდებაო (თუ, რა თქმა უნდა, ორკესტრიც ერთხელ და სამუდამოდ ვაგნერის ბგერაზე აეწყობა). ერთი, რაც ნამდვილად ვიგრძენი, კარგი აკუსტიკაა: როცა დათო ტურაშვილი პარტერიდან გვესაუბრებოდა, მის ხმას სრულად ფარავდა სცენაზე მდგარი მუშებისა და დეკორატორების საუბარი.

ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა ისიც გვითხრა, რომ ახალი განათბა და ტექნიკური აღჭურვილობა ნებისმიერი რეჟისორის ფანტაზიას გაწვდება. რახან ასეა, თითოეული სპექტაკლის დადგმას სერიოზული ბიუჯეტიც დაჭირდება. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ოპერის რეპერტუარი პრაქტიკულად ხელახლაა დასადგმელი (კოსტიუმების ჩათვლით), საქმე მილიონებს ეთამაშება. დიახ, ოპერა ფუფუნების ხელოვნებაა. დრამატული თეატრისგან განსხვავებით, ოპერა, საზოგადოების ყველა ფენასთან მისვლის ნაცვლად, უფრო ცდილობს, ეს ადამიანები თავის სიმაღლეზე ამოწიოს და აზიაროს უდიდესს.

ვინ წავა “აბესალომ და ეთერის” პრემიერაზე? რა თქმა უნდა, ოპერის მენეჯმენტი ამ შემთხვევაში აქცენტს არა ოპერის მოყვარულებზე, არამედ ბიზნესმენებსა და ცნობილ სახეებზე გააკეთებს, რაც მარკეტინგის მხრივ, აბსოლუტურად სწორია. მერე რა, რომ მომდევნო დილას გასულ სიუჟეტები მათი არაფრისმთქმელი კომენტარებით გაივსება. იქნებიან მუსიკოსებიც, რომლებმაც, რაც არ უნდა თქვან, ჟურნალისტები მაინც 1-2 წინადადებამდე შეუკვეცენ. სავარაუდოდ იქნება უცხოეთიდან მოწვეული საოპერო ბლოგერიც, რომელმაც ქართული ოპერის სახელი ქვეყნის გარეთ უნდა გაიტანოს. მათ, ვინც წლების განმავლობაში იმავეს ადგილობრივ დონეზე ენთუზიაზმით აკეთებდნენ, არასაპრემიერო დღისთვის ბილეთის ყიდვა მოუწევთ.

დაბოლოს, “აბესალომ და ეთერი” და “დაისი” მოერევა თუ “ლუჩია დი ლამერმური” და “ტრუბადური”? ისა და, ეს ორი უკანასკნელი საოპერო ისტორიაში დაწერილი ნაწარმოებების ნახევარს სჯობია, მაგრამ, მოდით, გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, გავქაჩავთ ამხელა ტვირთს საპრემიეროდ? მერე რა, რომ დარბაზში მჯდომთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მიხვდება, ვის სად რა შეეშლა? არ ჯობია, ის დავდგათ, რაც კარგადაც ვიცით, უკეთესადაც გამოგვდის და, რაც მთავარია, ჩვენია? ბოლოს და ბოლოს, ოპერის შენობაში, ყველანი ასე რომ ვაფანატებთ, ერთი გრამი ევროპული ჩუქურთმა არ ურევია და ეს არ გვიკლავს ევროპული მუსიკისკენ სწრაფვის სურვილს და ამავე მუსიკით შთაგონებული ქართული ოპერის მოსმენა გახდა პრობლემა?”

P.S. კარგ ოპერას, კარგ საოპერო სკოლასთან ერთდ (და არა რუსული ლ-ებით და იე-ებით გატენილ იტალიურთან), ბევრი ფულიც უნდა. ბევრი ფული.

P.P.S. წარმატებები ქართულ ოპერას.

Advertisements

About georgianopera

Newest events and important issues about Opera in Georgia.

Posted on January 19, 2016, in ქართული პოსტები and tagged , , . Bookmark the permalink. Leave a comment.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: