როგორი იყო პირველი ოპერის თეატრი?

tiflis_city_theater2c_curtain

დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნება და წერტილი დაესმება 6-წლიან ლოდინს, რომელიც ამ სფეროების მოყვარულებს (და არამხოლოდ) გვაწუხებდა. 164-ე სეზონს თეატრი გადიდებული საორკესტრო ორმოთი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი სცენითა და მოწესრიგებული აკუსტიკით შეხვდება. თუმცა ამ პოსტში მე მინდა, თბილისის სხვა ოპერის თეატრზე გიამბოთ და ვეცდები, გაგიცოცხლოთ მე-19 საუკუნის 50-60-იანი წლები, როცა ოპერა დღევანდელი თავისუფლების მოედანზე იდგა. მაშ ასე, როგორი იყო პირველი ოპერის თეატრი?

მას შემდეგ, რაც მიხეილ ვორონცოვი საქართველოს მეფისნაცვლად მოევლინა, ქვეყნის (უფრო სწორედ, გუბერნიებად დაყოფილი ქვეყნის) ხელისუფლებამ კულტურის სფეროს გაძლიერება განიზრახა. ასე და ამგვარად, იმ ადგილას, სადაც ახლა თავისუფლების მოედანია, თავად ესტატე ციციშვილისაგან 2 დოშად და 2 კაცის საკაბედ ნაყიდ ნაკვეთზე, თბილისელმა ვაჭარმა გაბრიელ თამამშევმა კავკასიაში პირველი საოპერო თეატრის მშენებლობა დაიწყო.

ეს არის თამამშევი, დავუფასოთ.

თამამშევი

თეატრის არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი იყო. სხვათა შორის, მისივე აგებულია მშრალი ხიდი. 1851 წლის 8 ნოემბერს თბილისის ოპერა საზეიმოდ, დიდი მეჯლისით გაიხსნა. ვინაიდან იგი მთელი ამიერკავკასიის კულტურულ ცენტრად იყო ჩაფიქრებული, თამამშევის ოპერა დიდებულებით, ვაჭრებით, უცხოეთიდან მოწვეული ჟურნალისტებითა და ხელოვანებით გაივსო. ევროპული პრესას მხედველობიდან არ გამორჩენია თეატრის მავრიტანული სტილის ინტერიერი, რომელიც იმდენად მომნუსხველი აღმოჩნდა, რომ თავისი დროის ყველაზე ელეგანტური თეატრის სტატუსიც კი მოუპოვებია. მართლაც, ბაროკოსა და როკოკოს ჩუქურთმებს მიჩვეული ევროპელებისათვის გასაცოარი აღმოჩნდა თავიანთი მუსიკა სრულიად განსხვავებულ კულტურულ წიაღში.

tiflis_city_theater_jpg_28a29

tiflis_city_theater_01_28a29

პირველი წარმოდგენა გახლდათ, არც მეტი – არც ნაკლები, დონიცეტის “ლუჩია დი ლამერმური”. ამით თეატრმა თავიდანვე მიზნად დაისახა ის სტანდარტი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა. ოპერამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა: არ დარჩენილა არავინ გოლოვნის პროსპექტზე, რომელიმე არია რომ არ წაეღიღინებინა მაინც, ხოლო ოპერის თეატრის რეპერტუარი, ყოველ ახალ დიდ ოპერასთან ერთად, იზრდებოდა. თამამშევმა ოპერისთვის სპეციალურად მოიწვია იტალიური დასი, რომელმაც 3 თვის განმავლობაში 12 წარმოდგენა გამართა.

p1030979

1953 წელს ოპერას ბალეტიც შეემატა და იმპერატორისადმი მიძღვნილ წერილში ვორონცოვი აღფრთოვანებას ვერ მალავდა: “არ შეიძლება, არ გავიკვირვოთ ის გარემოება, რომ 6 წლის წინათ საქართველოში არამც თუ არც ერთი თეატრი არ არსებობდა, არამედ არც არავინ ფიქრობდა ასეთ სანახაობაზე. მიმდინარე წელს კი ტფილისში არსებობს 3 თეატრი და აქაურმა ხალხმა, რომელიც, სხვათა შორის, კარგად ითვისებს ყველაფერ მშვენიერსა და კარგს, იტალიური ოპერა აღფრთოვანებით მიიღო. მომსახურება, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინათ ნახევრად ველური სპარსული მუსიკის გარდა სხვა სიმღერებს არც კი იცნობდა, აღტაცებული იყო როსინის, ბელლინის და დონიცეტის ოპერებით. ბევრ სახლში და წარმოიდგინეთ, ქუჩებშიაც კი, ისმის იტალიური მუსიკის მოტივები და ბევრი სამხრეთელი ადგილობრივი “ტუზემცი” სწავლობს სიმღერას და მუსიკას იტალიური ოპერის აქტიორებისაგან, – ქალებისაგან და ვაჟებისაგან.”

post-51-1149582254

tbilisi_xixc

თამამშევის თეატრი

აღფრთოვანებას ვერ მალავდა თბილისში სტუმრად ჩამოსული ალექსანდრე დიუმა მამაც. თავის წიგნში “კავკასია” წერდა: “უნდა გამოგიტყდეთ, რომ ვესტიბიულში შესვლისთანავე განცვიფრებაში მომიყვანა ორნამენტის სადა და დახვეწილმა სტილმა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს პომპეუსის თეატრის ვესტიბიულში შევედი. ზემოთა ფოიეში ორნამენტი არაბული ჩუქურთმით შეიცვალა. შევედით დარბაზში, რომელიც ფერიათა სასახლე გეგონებოდათ, არა მისი მდიდრული მორთულობით, არამედ იმით, რომ უფაქიზესი გემოვნებითაა შესრულებული. შესაძლებელია, იქ სულ ასი მანეთის ვარაყიც კი არ არის დახარჯული, მაგრამ უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა… ფარდა საუცხოოა.”

193722995630290793tw2

xanzari operashi

თამამშევის ოპერისა და ბალეტის თეატრ-ქარვასლამ მხოლოდ 23 წელს იარსება. 1874 წლის 11 სექტემბერს შენობას ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. სიმბოლური დამთხვევაა, რადგან იმ საღამოს უნდა დაედგათ ვიჩენცო ბელინის ოპერა “ნორმა”. ნაწარმოები, რომლის ბოლოს მთავარი მოქმედი პერსონაჟები თავს სწორედ ცეცხლში იწვავენ… ეს იყო დიდი შეურაცხყოფა ქალაქის მუნიციპალიტეტისათვის, რადგან თბილისის ცენტრში, ხელმძღვანელობის ცხვირწინ დაიწვა უძვირფასესი ნაგებობა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ცეცხლი განზრახ გაჩნდა და მასში ბრალი ვინმე ი. ლაზარევს მიუძღოდა. გრიგოლ ორბელიანი წერდა, მაშინ აღმოვაჩნეთ, რომ თურმე სახანძრო კამანდა არ გვყოლიაო. ოპერის თავდაპირველი შენობისგან გადარჩა მხოლოდ გრიფონები, ოთხიდან მხოლოდ ორი. სხვათა შორის, მათი ნახვა დღესაც შეგიძლიათ თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობის წინ.

afafafafafafoeafafaf-afafafafafafafafafaf-afyafafafafafafsafaf-afafzafafaf-afafafoe-afafafsafafoeafafafsaf-afafafafafafafafsafafafaf-afaf

1874 წელს ქარვასლა ისე აღადგინეს, რომ ოპერის შენობაზე არც კი უფიქრიათ. თუმცა თეატრს მიჩვეული და შეყვარებული საზოგადოების უკმაყოფილება დღითიდღე იზრდებოდა. ხალხს აღარ ყოფნიდა საზაფხულო თეატრები, რადგან დიდმარხვის პერიოდში სპექტაკლები იკრძალებოდა, რაც თეატრალურ სეზონს კიდევ უფრო ამოკლებდა. საბოლოო ჯამში ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება: ახალი თეატრი გოლოვინის პროსპექტზე აშენდებოდა.

135266142446cff506a7fd7

Advertisements

About georgianopera

Newest events and important issues about Opera in Georgia.

Posted on January 30, 2016, in ქართული პოსტები and tagged , , , . Bookmark the permalink. 1 Comment.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: