განახლებული ოპერა ანუ საბოლოოდ რა მივიღეთ?

24739889715_e0a7bdb49e_c

ქორწილის სცენა “აბესალომ და ეთერის” პირველი მოქმედებიდან

დაგვადგა საშველი!

6 წლის ლოდინისა და ფონდ “ქართუს” მიერ დახარჯული 40 მილიონის შემდეგ, როგორც იქნა, თბილისის ოპერა საზეიმოდ გაიხსნა. პირადად ჩემთვის კი ოპერის გახსნა ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ პირველად, ოპერის ისტორიაში, ერთმანეთს შეხვდა ბროლის ჭაღი და ლეგენდარული ფარდა (ავსტრიული ბროლით შემკული ჭაღი ოპერის დარბაზში 1977 წელს, ხანძრის შემდეგ დაკიდეს, როცა სერგო ქობულაძის მიერ შექმნილი ულამაზესი ფარდა განადგურებული იყო. ჭაღის შესაკეთებლად, ბროლის დეტალები სპეციალურად “სვაროვსკისგან” გამოიწერეს, ხოლო ფარდის ასლი გაუკერავ აბრეშუმზე დაპრინტეს და მის აღდგენას 8 თვე დასჭირდა).

მე, როგორც რიგითი მოკვდავი, სანახაობას მეორე, ნაკლებშუბიან დღეს დავესწარი. მერე რა, რომ ჯერჯერობით ერთადერთი ბლოგერი ვარ, რომელიც წლებია, ოპერაზე წერს: მაინც მიმაჩნია, რომ ოპერის გახსნაზე დაპატიჟებულთა სია მეტნაკლებად ადეკვატურად იყო შედგენილი. თუ ვინმეს გგონიათ, ოპერის მენეჯმენტი ამ დროს მუსიკის მოყვარულებზე ფიქრობდა, გაიხსენეთ, ბავშვები როგორ კეთდება. მთავარი ხომ ფინანსები და პოლიტიკური ელიტის გულის მოგებაა. ასეა ყველგან და ყოველთვის. არც ქურქების თემა გამკვირვებია: როგორც იქნა, გაიხსნა ის ადგილი, სადაც, მიღებულია, ის ჩაიცვა, რაც ყველაზე ძვირფასი გაქვს. თუმცა აქვე მკაცრად ვემიჯნები ქურქებისთვის ცოცხალი არსებების გატყავებას და ვამბობ: ძირს ახალი “შუბები”! ახლა საქმეზე გადავიდეთ.

24383703959_7c4b47788b_c

აღდგენილი ფარდის დაშვებას აპლოდისმენტები მოყვა

“აბესალომ და ეთერის” მხოლოდ მეორე შემადგენლობას დავესწარი და, სამწუხაროდ, საშუალება არ მაქვს, პირველი და მეორე დღე ერთმანეთს შევადარო, მაგრამ არა უშავს. შესრულების მხრივ, მართლა შემიძლია, ვთქვა, რომ ქართველებს ქართული ოპერის მღერა, ალბათ, ყველაზე კარგად გამოგვდის. მით უმეტეს, ფალიაშვილის ნაწარმოებების, რადგან პირის აპარატი, ბგერა და მელიზმატიკა (განსაკუთრებით, მამაკაცების) ხალხურ ჟღერადობასთან ახლოსაა.

24444267630_8feb67131f_z

ნიკოლოზ ლაგვილავა მურმანის როლში

24111628174_07ba1f8615_c

არმაზ დარაშვილი აბესალომის როლში

24455828510_d0ed5ac7c0_c

ხათუნა ჭოხონელიძე ეთერის როლში

24444291810_b2d49c6552_z

გოჩა დათუსიანი აბიო მეფისა და ირინა ალექსიძე დედოფალ ნათელას როლში

24444287180_ffa5f2ba5c_z

ნინო ჩაჩუა მარიხის როლში

არ უნდა გამოგვრჩეს არც მოცეკვავეთა სცენები, რომლებიც “სუხიშვილების” კონტრიბუციაა. ამ მხრივ, ქართული კულტურის გადასარევი პიარმენეჯერი იყო ფალიაშვილი, როცა ქართული სასიმღერო ხმა და ცეკვა კლასიკურ ოპერაში დააკანონა. მეტიც, ახალი საცეკვაო მელოდიები შექმნა.

24739817845_6ffab4bb52_z

“სუხიშვილების” სამაია

რაც შეეხება რეჟისურას, რომელიც გიზო ჟორდანიას ეხება, სცენაზე არ დაგვხვდა ფალოსი, ერთ-ერთი ელემენტი, ასე რომ მონათლა აღშფოთებულმა საზოგადოებამ. სამაგიეროდ, სპექტაკლის მსვლელობისას დეკორაცია პრაქტიკულად არ იცვლებოდა. მითოლოგიურად ჩაფიქრებული დადგმა კი, საბოლოო ჯამში, სტატიკური და მონუმენტალისტური გამოვიდა. მთავარი პერსონაჟების ქმედებებს აკლდა ინდივიდუალურობა და დინამიკა. ეს ყველაფერი კი ისედაც მეტწილად სახოტბო მუსიკასა და პათეტიკურ ტექსტს კიდევ უფრო არაქმედითს ხდიდა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ზურაბ წერეთლის “მეფეთა სავანე” გაცოცხლდა. თუმცა ჩვენს ოპერაზე ეს დიდად არ მწყენია. მაგალითად, ტოსკა რომ ყოფილიყო, სადაც მოქმედება უმთავრესია, სხვა საქმეა.

24633545072_51b7823c4c_c

პირველი მოქმედება, ქორწილის საგუნდო სცენა

24383714309_e70fdcfbc1_z

მესამე მოქმედება

24444321490_23d84dfa50_c

ფინალური სცენა

ასე იყო თუ ისე, ოპერის გახსნა მაინც ღირსეულად შედგა. ისე მაინც, როგორც ვიმსახურებდით. 12 თებერვლიდან კი უკვე საბალეტო სეზონი განახლდება და “გორდას” წარმოადგენენ. ახლა მთავარია, კიდევ რომელი ოპერებისა და ბალეტების დადგმას გეგმავს თეატრი, რადგან ნათელია, რომ მხოლოდ თითო-თითო ნაწარმოებით ვერც აფიშას და, ახლო მომავალში, ვერც დარბაზს გაავსებს. თუმცა არც ის დავივიწყოთ, რომ ოპერის თეატრში თითოეული ნაწარმოების დადგმა, დრამატულ თეატრთან შედარებით, გაცილებით ძვრი სიამოვნებაა. აქ დაგემშვიდობებით უკეთესი მომდევნო პოსტის იმედით. 😉

Advertisements

About georgianopera

Newest events and important issues about Opera in Georgia.

Posted on February 2, 2016, in ქართული ოპერა, ქართული პოსტები, Uncategorized and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. zura udaod nichieri “kritikosi” xar👍🏾👍🏾👍🏾nu sxva ziritad nichze agar vsaubrob:)

    • დიდი მადლობა. კრიტიკოსობაზე პრეტენზია არასდროს მქონია, მაგრამ ვეცდები, იმედები არ გაგიცრუოთ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: