Category Archives: ქართული პოსტები

“ატილა” და ოპერის პოლიტიკა

25501864225_8be71546b7_o

გაზაფხულს თბილისის ოპერა ახალი, უფრო სწორედ, განახლებული წარმოდგენით შეხვდა. ჯუზეპე ვერდის ნაკლებად ცნობილი “ატილა” 1-ელ მარტს ქართველმა სოლისტებმა, ხოლო 3-ში – იტალიელმა მომღერლებმა შეასრულეს. მეც, ისევე, როგორც დარბაზში მყოფთა უმრავლესობამ, უცხოელი შემსრულებლების მოსმენა ვარჩიეთ და ფულიც ქველმოქმედებაში გადახდაც ვამჯობინეთ (3 მარტის წარმოდგენა “იავნანას” ორგანიზებული იყო). ვინაიდან ბილეთების ფასი ორივე რიცხვში იგივე ღირდა, პრემიერის დღეს ოპერის დარბაზი ნახევრამდე ძლივს გაივსო. ესეც ოპერის “სწორი” მარკეტინგული პოლიტიკა.  Read the rest of this entry

Advertisements

აიდა

aida_3

1869 წელს, როცა, ჩრდილოეთით, მენდელეევი თავისი აღმოჩენით გაცისკროვნებული დაიარებოდა, სამხრეთით, ეგვიპტელები ხმელთაშუა და წითელი ზღვების სუეცის არხით დაკავშირებას ზეიმობდნენ. ქვეყნის მთავრობამ სახელოვან ჯუზეპე ვერდის ამ დიდი მოვლენის სახოტბო მუსიკის შექმნა სთხოვა. უკვე ხანშიშესული კომპოზიტორი უარზე იდგა, მაგრამ დაითანხმეს და 1870 წლიდან თავის საქმეს შეუდგა. “აიდა”, ან Aida, ვერდის ბოლოდან მესამე ოპერაა, რომელიც 1871 წლის 24 დეკემბერს, ეგვიპტის დედაქალაქში, ხედივალის საოპერო თეატრში დაიდგა.  კომპოზიტორი მას არ დასწრებია.

ოპერა იმდენად წარმატებული გამოვიდა, რომ, მსოფლიო პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში “აიდა” დაიდგა მსოფლიოს 155 თეატრში. სამწუხაროდ, ვერ მოვიძიე ინფორმაცია, თბილისში როდის ჩამოიტანეს. დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ ძველი ოპერის თეატრი უმასპინძლებდა პრემიერას. სხვათა შორის, ტერეზა შტოლცმა, რომელმაც პირველმა იმღერა აიდას პარტია ლა-სკალაში, ჩვენი თეატრიდან გაიკვალა გზა დიდ საოპერო სამყაროში! Read the rest of this entry

განახლებული ოპერა ანუ საბოლოოდ რა მივიღეთ?

24739889715_e0a7bdb49e_c

ქორწილის სცენა “აბესალომ და ეთერის” პირველი მოქმედებიდან

დაგვადგა საშველი!

6 წლის ლოდინისა და ფონდ “ქართუს” მიერ დახარჯული 40 მილიონის შემდეგ, როგორც იქნა, თბილისის ოპერა საზეიმოდ გაიხსნა. პირადად ჩემთვის კი ოპერის გახსნა ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ პირველად, ოპერის ისტორიაში, ერთმანეთს შეხვდა ბროლის ჭაღი და ლეგენდარული ფარდა (ავსტრიული ბროლით შემკული ჭაღი ოპერის დარბაზში 1977 წელს, ხანძრის შემდეგ დაკიდეს, როცა სერგო ქობულაძის მიერ შექმნილი ულამაზესი ფარდა განადგურებული იყო. ჭაღის შესაკეთებლად, ბროლის დეტალები სპეციალურად “სვაროვსკისგან” გამოიწერეს, ხოლო ფარდის ასლი გაუკერავ აბრეშუმზე დაპრინტეს და მის აღდგენას 8 თვე დასჭირდა).

მე, როგორც რიგითი მოკვდავი, სანახაობას მეორე, ნაკლებშუბიან დღეს დავესწარი. მერე რა, რომ ჯერჯერობით ერთადერთი ბლოგერი ვარ, რომელიც წლებია, ოპერაზე წერს: მაინც მიმაჩნია, რომ ოპერის გახსნაზე დაპატიჟებულთა სია მეტნაკლებად ადეკვატურად იყო შედგენილი. თუ ვინმეს გგონიათ, ოპერის მენეჯმენტი ამ დროს მუსიკის მოყვარულებზე ფიქრობდა, გაიხსენეთ, ბავშვები როგორ კეთდება. მთავარი ხომ ფინანსები და პოლიტიკური ელიტის გულის მოგებაა. ასეა ყველგან და ყოველთვის. არც ქურქების თემა გამკვირვებია: როგორც იქნა, გაიხსნა ის ადგილი, სადაც, მიღებულია, ის ჩაიცვა, რაც ყველაზე ძვირფასი გაქვს. თუმცა აქვე მკაცრად ვემიჯნები ქურქებისთვის ცოცხალი არსებების გატყავებას და ვამბობ: ძირს ახალი “შუბები”! ახლა საქმეზე გადავიდეთ. Read the rest of this entry

როგორი იყო პირველი ოპერის თეატრი?

tiflis_city_theater2c_curtain

დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნება და წერტილი დაესმება 6-წლიან ლოდინს, რომელიც ამ სფეროების მოყვარულებს (და არამხოლოდ) გვაწუხებდა. 164-ე სეზონს თეატრი გადიდებული საორკესტრო ორმოთი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი სცენითა და მოწესრიგებული აკუსტიკით შეხვდება. თუმცა ამ პოსტში მე მინდა, თბილისის სხვა ოპერის თეატრზე გიამბოთ და ვეცდები, გაგიცოცხლოთ მე-19 საუკუნის 50-60-იანი წლები, როცა ოპერა დღევანდელი თავისუფლების მოედანზე იდგა. მაშ ასე, როგორი იყო პირველი ოპერის თეატრი?

Read the rest of this entry

ოპერა ოპერამდე

pano_20160117_205710-01_24475837185_o

ამ ბლოგზე ბოლო პოსტის დაწერიდან თითქმის 5 წელი გავიდა. სწორედ ამდენ ხანს ველოდეთ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის განახლებას. სარემონტო სამუშაოები, წესით, 2013-ში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ, ოპერისთვის ვის ეცალა, როცა წარმოდგენა რეალობაში თამაშდებოდა? ასეა თუ ისე, 30 იანვარს ოპერა კვლავ დაუბრუნდება თბილისს და “აბესალომ და ეთერით” გახსნის სეზონს.

ორიოდ დღის წინ, სრულიად შემთხვევით, საშუალება მომეცა, ჩემი აზრით, თბილისის ყველაზე ლამაზი შენობა დათო ტურაშვილის ექსკურსიამძღოლობით დამეთვალიერებინა. ოპერა ისევ ისეთია, როგორც 5 წლის წინ დავტოვე. იგივე ჭაღები, კიბეები, მოხატულობა. უბრალოდ, შეფერილობაა განახლებული, რაც იქაურობას სიახლისა და მდიდრულობას სძენს. უფრო ზუსტად, კი ოპერა შიგნიდან ასე გამოიყურება. Read the rest of this entry