Blog Archives

განახლებული ოპერა ანუ საბოლოოდ რა მივიღეთ?

24739889715_e0a7bdb49e_c

ქორწილის სცენა “აბესალომ და ეთერის” პირველი მოქმედებიდან

დაგვადგა საშველი!

6 წლის ლოდინისა და ფონდ “ქართუს” მიერ დახარჯული 40 მილიონის შემდეგ, როგორც იქნა, თბილისის ოპერა საზეიმოდ გაიხსნა. პირადად ჩემთვის კი ოპერის გახსნა ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ პირველად, ოპერის ისტორიაში, ერთმანეთს შეხვდა ბროლის ჭაღი და ლეგენდარული ფარდა (ავსტრიული ბროლით შემკული ჭაღი ოპერის დარბაზში 1977 წელს, ხანძრის შემდეგ დაკიდეს, როცა სერგო ქობულაძის მიერ შექმნილი ულამაზესი ფარდა განადგურებული იყო. ჭაღის შესაკეთებლად, ბროლის დეტალები სპეციალურად “სვაროვსკისგან” გამოიწერეს, ხოლო ფარდის ასლი გაუკერავ აბრეშუმზე დაპრინტეს და მის აღდგენას 8 თვე დასჭირდა).

მე, როგორც რიგითი მოკვდავი, სანახაობას მეორე, ნაკლებშუბიან დღეს დავესწარი. მერე რა, რომ ჯერჯერობით ერთადერთი ბლოგერი ვარ, რომელიც წლებია, ოპერაზე წერს: მაინც მიმაჩნია, რომ ოპერის გახსნაზე დაპატიჟებულთა სია მეტნაკლებად ადეკვატურად იყო შედგენილი. თუ ვინმეს გგონიათ, ოპერის მენეჯმენტი ამ დროს მუსიკის მოყვარულებზე ფიქრობდა, გაიხსენეთ, ბავშვები როგორ კეთდება. მთავარი ხომ ფინანსები და პოლიტიკური ელიტის გულის მოგებაა. ასეა ყველგან და ყოველთვის. არც ქურქების თემა გამკვირვებია: როგორც იქნა, გაიხსნა ის ადგილი, სადაც, მიღებულია, ის ჩაიცვა, რაც ყველაზე ძვირფასი გაქვს. თუმცა აქვე მკაცრად ვემიჯნები ქურქებისთვის ცოცხალი არსებების გატყავებას და ვამბობ: ძირს ახალი “შუბები”! ახლა საქმეზე გადავიდეთ. Read the rest of this entry