Blog Archives

აიდა

aida_3

1869 წელს, როცა, ჩრდილოეთით, მენდელეევი თავისი აღმოჩენით გაცისკროვნებული დაიარებოდა, სამხრეთით, ეგვიპტელები ხმელთაშუა და წითელი ზღვების სუეცის არხით დაკავშირებას ზეიმობდნენ. ქვეყნის მთავრობამ სახელოვან ჯუზეპე ვერდის ამ დიდი მოვლენის სახოტბო მუსიკის შექმნა სთხოვა. უკვე ხანშიშესული კომპოზიტორი უარზე იდგა, მაგრამ დაითანხმეს და 1870 წლიდან თავის საქმეს შეუდგა. “აიდა”, ან Aida, ვერდის ბოლოდან მესამე ოპერაა, რომელიც 1871 წლის 24 დეკემბერს, ეგვიპტის დედაქალაქში, ხედივალის საოპერო თეატრში დაიდგა.  კომპოზიტორი მას არ დასწრებია.

ოპერა იმდენად წარმატებული გამოვიდა, რომ, მსოფლიო პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში “აიდა” დაიდგა მსოფლიოს 155 თეატრში. სამწუხაროდ, ვერ მოვიძიე ინფორმაცია, თბილისში როდის ჩამოიტანეს. დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ ძველი ოპერის თეატრი უმასპინძლებდა პრემიერას. სხვათა შორის, ტერეზა შტოლცმა, რომელმაც პირველმა იმღერა აიდას პარტია ლა-სკალაში, ჩვენი თეატრიდან გაიკვალა გზა დიდ საოპერო სამყაროში! Read the rest of this entry